მუნდიალი 2018: მშვიდობა "იუვენტუს არენაზე"

AutoSharing Option
დღეს სამ ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გაიმართა

6 ოქტომბერს ირლანდია-საქართველოს (1:0) შეხვედრის გარდა კიდევ 8 მატჩი გაიმართა 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირება იწვევდა.

მანამდე კი ვიტყვით, რომ ჩვენს ჯგუფში ავსტრიელები შინ დაუზავდნენ უელსელებს, დუბლი შეასრულა არნაუტოვიჩმა, ხოლო სერბეთის ნაკრებმა სტუმრად უპრობლემოდ დაამარცხა მოლდოვა - 3:0.

ტურინში ესპანეთი მეორე ტაიმში ჯანლუიჯი ბუფონის შეცდომის წყალობით ვიტოლო დააწინაურა, თუმცა დანიელე დე როსიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში ჰეთ თრიკი შეასრულა
მარიო მანჯუკიჩმა, ხოლო ხორვატიამ კოსოვო ალბანეთში 6:0 დაამარცხა.

ხუთშაბათი. 6 ოქტომბერი
D ჯგუფი
მოლდოვა-სერბეთი 0:3
გოლები: 0:1 კოსტიჩი (19), 0:2 ივანოვიჩი (37), 0:3 ტადიჩი (60)

ავსტრია-უელსი 2:2
გოლები: 0:1 ალენი (22), 1:1 არნაუტოვიჩი (48), 1:2 ვიმერი (45 ს. კ.), 2:2 არნაუტოვიჩი (48)

G ჯგუფი
მაკედონია-ისრაელი 1:2
გოლები: 0:1 ჰემედი (25), 0:2 ბენ ჰაიმი II (43), 1:2 ნესტოროვსკი (63)
გაძევება: ტიბი (93. ისრაელი)
შენიშვნა: იაჰოვიჩმა (მაკედონია) ვერ გაიტანა (95)

იტალია-ესპანეთი 1:1
გოლები: 0:1 ვიტოლო (55), 1:1 დე როსი (82-პენ)

ლიხტენშტაინი-ალბანეთი 0:2
გოლები: 0:1 იელე (12 ს. კ.), 0:2 ბალაი (71)

I ჯგუფი
ისლანდია-ფინეთი 3:2
გოლები: 0:1 პუკი (21), 1:1 არნასონი (37), 1:2 ლოდი (39), 2:2 ფინბოგასონი (90) , 3:2 სიგურდსონი (96)
შენიშვნა: გ. სიგურდსონმა (ისლანდია) ვერ გაიტანა პენალტი (51)

თურქეთი-უკრაინა 2:2
გოლები: 0:1 იარმოლენკო (24-პენ), 0:2 კრავეცი (27), 1:2 თუფანი (45), 2:2 ჩალჰანოღლუ (81-პენ)

კოსოვო-ხორვატია 0:6
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (6), 0:2 მანჯუკიჩი (24), 0:3 მანჯუკიჩი (35), 0:4 მიტროვიჩი (68), 0:5 პერიშიჩი (83), 0:6 კალინიჩი (92)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული