მ/ჩ. შესარჩევი. B ჯგუფი. VI ტური: კრიშტიანო რონალდომ დუბლი რიგაშიც შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
9 ივნისს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ციკლის B ჯგუფში VI ტურის შეხვედრები გაიმართა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კრიშტინაო რონალდო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ლატვიას ესტუმრა. კრიშტიანოს დუბლის შესრულება არც რიგაში მორიდებია - "რეალის" ვარსკვლავმა 41-ე და 63-ე წუთებზე გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი მისივე პასით ანდრე სილვამ 67-ე წუთზე დააფიქსირა - 3:0 პორგუგალიის ნაკრების სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შვეიცარიის ნაკრებმა, გრანიტ ჯაკასა (36) და შერდან შაკირის (59) გოლებით სტუმრად ფარერებს აჯობა - 2:0 და ლიდერობა შეინარჩუნა, ანდორამ კი მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე მარკ
რებესის
(26) გოლით უნგრეთი დაამარცხა - 1:0.

6 ტურის შემდეგ B ჯგუფის სათავეში შვეიცარია რჩება 18 ქულით, 15 ქულა აქვს პორტუგალიას, 7 - უნგრეთს, 5 - ფარერებს, 4 - ანდორას, 3 - ლატვიას.
ასევე დაგაინტერესებთ