მ/ჩ. შესარჩევი. H ჯგუფი. VI ტური: მასობრივი ჩხუბი, კარატე და ჩამტვრეული კბილი [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბოსნია-ჰერცოგოვინისა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, მასობრივი ჩხუბით დასრულდა. მოედანზე გამართულ მუშტი-კრივში მეტოქე გუნდების ფეხბურთელებთან ერთად, სამწვრთნელო შტაბის წევრებიც მონაწილეობდნენ.

9 ივნისს, ზენიცაში გამართული H ჯგუფის მე-6 ტურის შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ჩხუბის მიზეზი კი ბოსნიელთა ფორვარდი ედინ ჯეკო გახდა, რომელიც ბერძენ მცველ კოსტას მანოლასს დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთელები "რომაში" თანაგუნდელები არიან.

შეხლა-შემოხლის შედეგად ბოსნიელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სტეფან ჯილი კარატის ილეთებით გაუსწორდა ბერძენ ნახევარცველ იანის იანიოტასს და კბილიც ჩამოუღო. მოედანზე გაჩაღებულ
დაპირისპირებას ბოსნიის ნაკრების გულშემატკივრები ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნების სროლით პასუხობდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება ჯგუფის სხვა მატჩებს, ბელგიის ნაკრებმა სტუმრად ესტონეთს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ტალინურ შეხვედრაში 31-ე წუთზე დრის მარტენსმა გაიტანა, 86-ზე კი - ნასერ შადლი. მასპინძლებს 44-ე წუთზე არტიომ დმიტრიევი გაუძევეს.

კვიპროსის ნაკრებმა სტუმრად პორტუგალიის ქალაქ ფარუში გაჭირვებით მოუგო გიბრალტარს - 2:1. კვიპროსელები ანგარიშში წინ როი ჩიპოლინამ ავტოგოლით მე-10 წუთზე გაიყვანა, 30-ზე კი ენტონი ერნანდესმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე პიეროს სოტირიუმ გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
esetebs fexburttan mgoni arafeli unda esaqmebodet,albatat umkacresi zomebi ro eseti faqtebi fexburtshi ar gameordes.
romandro
13:59 10-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული