"ბილდი" ფიფას: ნუ უქიცინებთ კუდს პუტინს!

AutoSharing Option
საქვეყნოდ ცნობილი გერმანული გამოცემა "ბილდი" რუსეთში გასამართი კონფედერაციათა თასის ბოიკოტს აპირებს და კოლეგებსაც ამისკენ მოუწოდებს.

საქმე ისაა, რომ რუსეთში პრესის წარმომადგენლებს ოფიციალურად განუცხადეს, რომ მათ მუშაობაზე გარკვეული შეზღუდვები იქნება დაწესებული. მაგალითად, იმისთვის, რომ ჟურნალისტმა სხვა ქალაქში იმუშაოს (სადაც საფეხბურთო მატჩი არ იმართება), სპეციალური აკრედიტაციის აღება დასჭირდება. ჟურნალისტები მკაცრად გააფრთხილეს, რომ მხოლოდ ფეხბურთზე წერონ. ბუნებრივია, თავისუფლების მოყვარულ ევროპულ მედიას ეს არ მოეწონებოდა.

"ბილდის" ჟურნალისტები კიდევ უფრო გააოცა ფიფას პასუხმა, რომელიც ორჭოფული იყო და რომლის დედააზრი ის იყო, რომ რუსეთში ჟურნალისტების უფლებები
დაცულია. "ფიფა პუტინს ჩაეხუტა", "ფიფა რუსებს კუდს უქიცინებს", - ასეთი ფრაზები დაიწერა გერმანიის ყველაზე პოპულარულ გამოცემაში.

"ბილდს" მხარი დაუჭირა გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა.

"9 მაისს ფიფას შეკრებაზე მე პრესის ადვოკატი ვიქნები და მკაცრად მოვითხოვ, რომ ჟურნალისტებს თავისუფლად გაშუქების საშუალება მიეცეთ. არც ახლა და არც 2018 წლის მუნდიალზე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის", - განაცხადა გრინდელმა.

"2014 წლის ოლიმპიადის მითვისებით, პუტინმა ოლიმპიადა გაანადგურა, ახლა კი ყველაზე უარესი შიში მართლდება, პუტინი მზად არის, ახლა მუნდიალი გაანადგუროს", - წერს "ბილდი".

შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასი 17 ივნისიდან 2 ივლისამდე რუსეთში გაიმართება. ეს 8-გუნდიანი ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევა, რომელიც ზუსტად ერთი წლის მერე იმავე რუსეთში ჩატარდება. კონფედერაციათა თასზე მონაწილეობენ მასპინძელი რუსეთი, გერმანია, ავსტრალია, ჩილე, მექსიკა, ახალი ზელანდია, პორტუგალია, კამერუნი.

სხვათა შორის, მატჩი რუსეთისა და ევროპის ჩემპიონ პორტუგალიას შორის, რომელიც მოსკოვში გაიმართება, გადაჭედილ სტადიონზე ჩატარდება, რადგან ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომ უტარებენ უპრავებენ რუსებს მსოპლიო ჩემპიონატს ? თუ დაავიწყდატ სოჩის ოლიმპიადის შემდეგ რა მოხდა
აჩიკო
08:13 27-04-2017
0
რატომ უნდა იყოს შეზღუდული თემატიკით? დებილი უნდა იყოს?ფეხბურთს იქით ვერაფერს ხედავდეს?...
ასე რამ დაგიხშოთ გონება?ფარა ბაბა ,ფარა?(((...
kaxa qiria-s
16:11 26-04-2017
0

სიახლეები პოპულარული