მჩ 2018. შესარჩევი ციკლი. ევროპა. C ჯგუფი: გერმანელთა გასეირნება ბაქოში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ნაკრებმა აზერბაიჯანში მოიგო. ბაქოში ბუნდესმანშაფტს არ გასჭირვებია. მართალია, შურლეს გოლის შემდეგ ნაზაროვმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ამის შემდეგ მთლიანად სტუმრები დომინირებდნენ.

გერმანიამ ითამაშა ლაღი და შემტევი ფეხბურთი, თუმცა დაცვაში იდეალური ვერ იყო. ბოლო დროს იშვიათად გამტანმა თომას მიულერმა გოლის გემო გაიხსენა. ანდრე შურლე, რომელიც 2015 წლის მერე პირველად თამაშობდა გერმანიის ნაკრების სასტარტოში, შეუდარებელი იყო, მან დუბლი შეასრულა და მიულერსაც გაატანინა.

"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ მთლად კმაყოფილი ვერ ვიქნები იმ თამაშით, რომელიც დღეს ჩვენ ვაჩვენეთ. მიმაჩნია, რომ გერმანიის
ნაკრებს შეუძლია უკეთესად ითამაშოს", - თქვა იოახიმ ლიოვმა მატჩის დასრულების შემდეგ. გერმანიის ნაკრები დამაჯერებლად ლიდერობს შესარჩევ ჯგუფს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩეხეთის ნაკრებმა სან მარინოში გაისეირნა. ფავორიტებმა უკვე პირველ ტაიმში მოუთავეს საქმე სუსტ მოწინააღმდეგეს და ხუთი გოლიც გაიტანეს მეკარე სიმონჩინის კარში. მეორე ტაიმში ჩეხეთი ერთ გოლზე გაჩერდა, თორემ ვინძლო, ორნიშნა ანგარიშიც დაფიქსირებულიყო.

არადა, ჩეხებს ერთიც რომ გაეტანათ, ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებას გაიმეორებდნენ. სხვათა შორის, აქამდე ჩეხებს ჯგუფში მხოლოდ ერთ მატჩში ჰქონდათ გოლი გატანილი.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა საშინაო შეხვედრაში 2:0 მოუგო ნორვეგიას და მეტოქე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. როგორც წესი, ოლსტერელმა მეომრებმა საშინაო კედლების ფაქტორი მაქსიმალურად გამოიყენეს. რაც შეეხება ნორვეგიას, სასწაული უნდა მოხდეს, ეს გუნდი მუნდიალზე რომ ვიხილოთ. ჩრდლოირლანდიელთა რიგებში უარდმა და ვაშინგტონმა გაიტანეს.

აზერბაიჯანი - გერმანია 1:4
გოლები: 0:1 შურლე (19), 1:1 ნაზაროვი (31), 1:2 მიულერი (36), 1:3 გომესი (45), 1:4 შურლე (81)
აზერბაიჯანი (4-2-3-1): აგაევი - პაშაევი, ბ. ჰუსეინოვი, სადიკოვი, მირზაბაიოვი - ქარაევი, ამირგულიევი (87. ისრაფილოვი)- ისმაილოვი (81. გურბანოვი), ს. ჰუსეინოვი, ნაზაროვი - სეიდაევი (67. ილმაზი )
გერმანია: (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ჰიოვედესი, ჰუმელსი, ჰექტორი - ხედირა, კროოსი (89. რუდი) - მიულერი, დრაქსლერი (84. სანე), შურლე - გომესი (61. იოზილი)

სან მარინო - ჩეხეთი 0:6
გოლები: 0:1 ბარაკი (17), 0:2 დარიდა (19), 0:3 ბარაკი (24), 0:4 გებრე სელასიე (26), 0:5 კრმენჩიკი (43), 0:6 დარიდა (77-პენ)
სან მარინო (5-4-1): ა. სიმონჩინი - პალაცი, კაზარინი, დ. სიმონჩინი, ფ. ვატაიოლი, რინალდი (62. რინალდი)- ძაფერანი, კარვალინი (90. ბატისტინი), დომენიკონი, მ. ვიტაიოლი - სტეფანელი (84. მაცა)
ჩეხეთი(4-2-3-1): ვაჩლიკი - გაბრე სელასიე, ბრაბეცი, სივოკი, ნოვაკი - დოჩკალი, დარიდა - კრეიჩი, ბარაკი (75. ჰორავა), იანკტო (67. ზმრალი) - კრმენჩიკი (68. შკოდა)

ჩრ. ირლანდია - ნორვეგია 2:0
გოლები: 1:0 უარდი (2), 2:0 ვაშინგტონი (33)
ჩრ. ირლანდია: (5-4-1): მაკგოვერნი - მაკლაგინი, კეტჰარტი, ევანსი, მაკოლი, ბრანტი - უარდი (80. მაკგინი), დევისი, ნორვუდი, დალასი (88. ლუნდი) - ვაშინგტონი (85. ლაფერტი)
ნორვეგია: (4-2-3-1): იარშტეინი - სკიელვიკი, ელაბდელაუი, ვალსვიკი, ჰოვლანდი - ნორტვეიდტი, იოჰანსენი (75. ბერგე).- ტ. ელიუნუსი (53. დაელი), კინგი, მ. ელიუნუსი - სოდერლუნდი (63.დიომანდე)

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 5 5 0 0 20-1 15
2. ჩრ. ირლანდია 5 3 1 1 10-2 10
3. ჩეხეთი 5 2 2 1 8-4 8
4. აზერბაიჯანი 5 2 1 2 3-8 7
5. ნორვეგია 5 1 0 4 5-9 3
6. სან მარინო 5 0 0 5 1-23 0

მომდევნო ტური
10 ივნისი:
აზერბაიჯანი-ჩრ. ირლანდია, გერმანია-სან მარინო, ნორვეგია-ჩეხეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენ ლამის მოვუგეთ გერმანიას ვაჟკაც! ეგრეც არაა.
თუმცა საკლუბო დონეზე 10 ჯერ წინ არიან მანდ გეთანხმები
0
აზერებმა გამართულუ, მაგარი ფეხბურთი აჩვენეს, არაფერი არ დაითმეს გერმანელებს ტოლი ტოლზე გააზრებული მაგარი ტეხნიკურ კომბინაციური ფეხბურთი აჩვენეს, ის არა როგორიცქართველებმა ეპიზოდური ფეხბურთი
0

სიახლეები პოპულარული