მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტურის წინ: დუბლინური ჯახის მოლოდინში

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ავსტრიაში მასპინძელი ფავორიტის რანგში დაუხვდება აუტსაიდერ მოლდოვას, დუბლინში კი დიდი გარჩევაა - ირლანდია უელსს უმასპინძლებს...

- საქართველო VS სერბეთი - შიშისა და სიკვდილის ამბავი

ავსტრია-მოლდოვა 23:45
მასპინძლები ყველანაირად შეეცდებიან, უეჭველი 3 ქულა ჩაიწერონ აქტივში. ავსტრიას ამ ზეთანაბარ ჯგუფში წაფორხილების უფლება არ აქვს, მით უმეტეს, მაშინ, როცა კიდევ ერთ ფავორიტ სერბეთს, თავის მხრივ, ეგებ თბილისში დაუცდეს ფეხი, ხოლო დუბლინის "ავივაზე" ირლანდიამაც და უელსმაც, შესაძლოა, ქულები გაიყონ.

მოლდოვის
ნაკრები სრული შემადგენლობით ითამაშებს, ავსტრიას კი დააკლდებიან დისკვალიფიცირებულები - კაპიტანი იულიან ბაუმგარტლინგერი და ალესანდრო შოპფი.

ირლანდია-უელსი 23:45
უელსის ნაკრებს ირლანდიაში წაბორძიკების უფლება არ აქვს. ევროპის ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა გასვლაზე ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ჯგუფის ლიდერი ირლანდია კი გამოცდილ რობი ბრეიდის (დისკვალიფიკაცია) მოისაკლისებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული