ბრანისლავ ივანოვიჩი: საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ცოტა ქულა აქვს, მაგრამ...

AutoSharing Option
სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა დღეს, 23 მარტს, "დინამო არენას" მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა, სადაც საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

პრესკონფერენციას სერბეთის ნაკრების კაპიტანი ბრანისლავ ივანოვიჩიც დაესწრო.

"თავიდანვე ვიცოდით, რომ რთულ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ყველა გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების დაგროვება. იოლი მატჩი არ გველის, მაგრამ, ვფიქრობ, ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

მართალია, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ცოტა ქულა აქვს, მაგრამ ეს გუნდი საკმაოდ კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და კარგ ფეხბურთსაც თამაშობს.

ჩვენი გუნდი ყოველთვის მაქსიმუმისთვის იბრძვის. მიზანი ჯგუფში პირველი
ადგილის დაკავებაა. გვინდა, მოვიგოთ და ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ", - თქვა ივანოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაღა ჩვენზე უნდა გაახარო სერბები სხვა დღისთვის გადადე ეცი ეხლა ესეთ სტუმარს პატივი .
ამ ივანოვიჩმა სულ დაკარგა ზრდილობა
live
03:02 24-03-2017
0
ოჰოჰო.. კარგი სამქულიანი თევზი დაინახეს არწივებმა, მარა ფრთხილად სუარესზე უარესი (!) ზვიგენები არ დაგეძროთ.
SUAREZ
01:00 24-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული