სერია A. XIX ტური: ლევან მჭედლიძე ყოფილ გუნდთან გამარჯვებული გამოვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
7 იანვარს იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის 2 შეხვედრა გაიმართა.

ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" 1:0 მოუგო "პალერმოს". გამარჯვების გოლი მასიმო მაკარონემ გაიტანა, თავისივე მოპოვებული პენალტით. ქართველი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყო და საგოლე შანსიც ჰქონდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლი" თავიდან აგებდა "სამპდორიასთან", მაგრამ 61-ე წუთზე სტუმრებს მატიას სილვესტრი გაუძევეს და ჯერ მანოლო გაბიადინიმ გაათანაბრა, შემდეგ კი მე-5 დამატებულ წუთზე ლორენცო ტონელიმ მაურიციო სარის გუნდს მოაგებინა - 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 7 იანვარი
ემპოლი-პალერმო 1:0
გოლი: 1:0 მაკარონე (78-პენ)

ნაპოლი-სამპდორია 2:1
გოლები: 0:1 ჰიუსაი
(30 ს. კ.), 1:1 გაბიადინი (77), 2:1 ტონელი (95)
გაძევება: სილვესტრი (61. სამპდორია)

კვირა. 8 იანვარი
უდინეზე-ინტერი 15:30
კიევო-ატალანტა 18:00
ჯენოა-რომა 18:00
ლაციო-კროტონე 18:00
პესკარა-ფიორენტინა 18:00
სასუოლო-ტორინო 18:00
მილანი-კალიარი 21:00
იუვენტუსი-ბოლონია 23:45

1. იუვენტუსი - 42 ქულა; 2. რომა - 38; 3. ნაპოლი - 38; 4. ლაციო - 34; 5. მილანი - 33
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული