ლუკა კამპედელი: აზიელებს აქვთ ფული, მაგრამ არ ესმით ფეხბურთი

AutoSharing Option
"კიევოს" პრეზიდენტი ლუკა კამპედელი იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს ესაუბრა და ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კალჩოში აზიური ინვესტიცია სიკეთის მომტანი არაა, რაც "ინტერის" მაგალითზე ნათლად ჩანს:

"ვიცი, რომ "მილანის" გულშემატკივრები კლუბის გასხვისებას ელოდებიან და შემდეგ ჩინური ინვესტიციის იმედი აქვთ. აზიელებს დიდი ფული აქვთ და ეს მათი უპირატესობაა, მაგრამ ხომ ხედავთ, რა დღეშია "ინტერი"? - გუნდი ღრმა კრიზისშია მას შემდეგ, რაც ერიკ ტოჰირი მივიდა და ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად გავექცევით. მასიმო მორატი ფეხბურთის ფანატია და ჩემ მსგავსად, ის არა მარტო თამაშებს, ვარჯიშებსაც
კი ესწრებოდა.

აზიელები მხოლოდ ხელფასებს იხდიან და ჰგონიათ, რომ გუნდის წარმატებისთვის ეს საკმარისია. უბრალოდ, არ ესმით ფეხბურთი და ესაა განსხვავება ჩვენსა და მათ შორის. პირადად ჩემი სურვილია, რომ იტალიური კლუბები უცხოურ ფულზე არ გაიყიდოს, რადგან ეს მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს ფეხბურთს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული