სერია A. XV ტური: "იუვენტუსმა" "ატალანტას" მოგებების სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა.

ტურინის "იუვენტუსმა" ბერგამოს "ატალანტას" 3:1 მოუგო, რომელიც წლევანდელ გათამაშებაში მოულოდნელად კარგად ასპარეზობს. "ატალანტას" ზედიზედ 6 ტურში ჰქონდა მოგებული. სტუმართა კარში გოლები ალექს სანდრომ, რუგანიმ და მანჯუკიჩმა გაიტანეს.

კვირამდე "იუვენტუსი" 7-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს იტალიის ჩემპიონატს. შეგახსენებთ, რომ პარასკევს "ნაპოლიმ" 3:0 გაანადგურა მილანის "ინტერი".

შაბათი. 3 დეკემბერი
იუვენტუსი-ატალანტა 3:1
გოლები: 1:0 ალექს სანდრო (15), 2:0 რუგანი (19), 3:0 მანჯუკიჩი (64), 3:1 ფროილერი (82)

პარასკევი. 2 დეკემბერი
ნაპოლი-ინტერი 3:0

კვირა. 4 დეკემბერი
მილანი-კროტონე 15:30
ლაციო-რომა 18:00
პესკარა-კალიარი 18:00
სამპდორია-ტორინო 18:00
სასუოლო-ემპოლი 18:00
ფიორენტინა-პალერმო 23:45

ორშაბათი. 5 დეკემბერი
კიევო-ჯენოა 22:00
უდინეზე-ბოლონია 00:00

1. იუვენტუსი - 36 ქულა; 2. რომა - 29; 3. მილანი - 29; 4. ლაციო - 28; 5. ნაპოლი - 28.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული