პირველად ისტორიაში, იტალიის სერია B-ში მსაჯმა ფეხბურთელს "მწვანე" ბარათი უჩვენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად ისტორიაში, იტალიის სერია B-ში ფეხბურთელს მსაჯმა "მწვანე" ბარათი უჩვენა, რომელიც იტალიის რანგით მეორე საფეხბურთო ჩემპიონატში ფეხბურთელთა წასახალისებლად დანერგეს. მოთამაშეს მას სამართლიანი და ღირსეული საქციელისთვის ანიჭებენ.

ეპიზოდი მეშვიდე ტურში, "ჩეზენა"-"ვიჩენცას" (4:1) მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა. მწვანე ბარათი კი, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, "ვიჩენცას" თავდამსხმელმა კრისტიან გალანომ მიიღო.

მსაჯმა გალანოს გუნდის სასარგებლოდ კუთხური დანიშნა, ამ უკანასკნელმა კი არბიტრს აცნობა, რომ ბურთი მის მეტოქეთაგან არავის შეხებია და გადაწყვეტილება კარიდან დარტყმით შეიცვალა.

მომზადებულია Corriere della Sera-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული