ჯოვანი სიმეონე: მამა ჩემით ამაყობს

AutoSharing Option
ჯოვანი სიმეონემ პირველი გოლი გაიტანა "ჯენოას" შემადგენლობაში და ბუნებრივია, რომ იტალიური სპორტული პრესის ყურადღება მიიპყრო.

აქვე გეტყვით, რომ 21 წლის თავდამსხმელი ცნობილი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შვილია. ჯოვანიმ კარიერა "რივერ პლეიტში" დაიწყო, საიდანაც "ბანფილდში" გადაბარგდა და იქ 29 შეხვედრაში 12 გოლი შეაგდო.

ამასთან, სიმეონემ არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში 12 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი მოუგროვდა. ჯოვანის პირველი ევროპული გუნდი "ჯენოა" გახლავთ, სადაც უკვე გამოიჩინა თავი და "პესკარა" დაამწუხრა. მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მომილოცა თუ არა მამამ პირველი გოლი ახალ
გუნდში? - ჯერ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გახარებულია. ყოველთვის ამაყობდა ჩემი წარმატებებით და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი არაფრისთვის მიმიღწევია. მისგან მებრძოლი ხასიათი და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამომყვა. ვფიქრობ, მამა რომ ყოფილიყო ჩემი მეურვე, ამ გოლს ვერ გავიტანდი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული