იტალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში 17 წლის მეკარე გამოიძახა

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ მომავალი მატჩებისთვის გუნდში გამოძახებულ ფეხბუთელთა სია გამოაქვეყნა.

1-ელ სექტემბერს იტალიის ნაკრები ბარიში ამხანაგურად საფრანგეთს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს კი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრაში სტუმრად ჰაიფაში ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ვენტურამ ნაკრებში "მილანის" 17 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაც გამოიძახა, რომელიც 1911 წლიდან მოყოლებული, "სკუადრა აძურაში" მიწვეულ მოთამაშეთა შორის ყველაზე ახალაგზარდა ფეხბურთელია.

იტალიის ნაკრების სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ბუფონი (იუვენტუსი), დონარუმა (მილანი), მარკეტი (ლაციო).
მცველები: ანტონელი (მილანი), ასტორი
(ფიორენტინა), ბარცალი (იუვენტუსი), ბონუჩი (იუვენტუსი), კიელინი (იუვნეტუსი), დე შილიო (მილანი), ოგბონა (ვესტ ჰემი), რომანიოლი (მილანი), რუგანი (იუვენტუსი).
ნახევარმცველები: ბერნარდესკი (ფიორენტინა), ბონავენტურა (მილანი), კანდრევა (ინტერი), დე როსი (რომა), ფლორენცი (რომა), მონტოლივო (მილანი), პაროლო (ლაციო), ვერატი (პსჟ).
თავდამსხმელები: ბელოტი (ტორინო), ედერი (ინტერი), გაბიადინი (ნაპოლი), იმობილე (ლაციო), პაველტი (ჯენოა), პელე (შანდუნ ლუნენი).
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი რა ჯამპიერო, პელეს თუ იძახებ ჩინეთიდან ჯოვინკომ რა დაგიშავა, ტიპი MLS-ის ისტორიაში საუკეთესოა ისე თამაშობს.
dato
11:21 29-08-2016
0
სება ჯოვინკო მინდა ნაკრებში. პელე თუ მოდის ჩინეთიდან, რა ეგ ვერ ჩამოვიდოდა? ჯაკერინის ტრამვა აქვს
marlenich
01:03 28-08-2016
0

სიახლეები პოპულარული