ტურინის "იუვენტუსი" "ნაპოლის" 4 ფეხბურთელს სთავაზობს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ტრანსფერის განხორციელების მოლოდინში არიან.

ტურინელთა რიგებში 94.7 მლნ. ევროდ "ნაპოლიდან" შესაძლოა გონსალო იგუაინი გადავიდეს.

არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება იტალიის ჩემპიონებისთვის, ხოლო მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. გარიგების საბოლოო დასრულებას "ნაპოლის" დადებითი პასუხი აკლია.

"იუვენტუსმა" "ნაპოლის" მესვეურებს უთხრა, რომ მზადაა შესაბამისი თანხა გადაიხადონ. ამასთან ერთად ტურინულმა კლუბმა მეორე მხარეს სხვა ვარიანტიც შესთავაზა - იგუაინის ტრანსფერის სანაცვლოდ "იუვენტუსი" "ნაპოლის" თანხის ნაწილის სანაცვლოდ რამდენიმე ფეხბურთელს შესთავაზებს.

ტურინელები მზად არიან "ნაპოლის" სიმონე ძაძა, დანიელე
რუგანი, რობერტო ფერეირა და სტეფანო სტურარო შესთავაზონ. სავარაუდოდ ნეაპოლელები ასეთ ვარიანტს დასთანხმდებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველი ზუსტად რუგანი უნდა წავიდეს. რა მომავალზეა ლაპარაკი გუნდში 4 მაღალი დონის ცენტრალური მცველია. იტალიურ ტრიოს + ბენატია რომელიც თუ ფორმაში შევიდა ერთ ერთი საუკეთესოა. რუგანი უნდა გააიჯარონ კიელინის წასვლამდე ან გაყიდონ ცოდოა
coco
09:51 25-07-2016
0
თორნიკეს ვეთანხმები, ოღონდ რუგანი არა!
ილია
02:39 25-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული