ჩირო იმობილე და ჯორდან ლუკაკუ რომის "ლაციოს" გააძლიერებენ

AutoSharing Option
პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჩირო იმობილე და ჯორდან ლუკაკუ "ლაციოში" გააგრძელებენ კარიერას. 21 წლის მცველი და 26 წლის თავდამსხმელი უკვე რომში არიან და უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რასაც ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვება.

აქვე გამცნობთ, რომ ჯორდან ლუკაკუ ბოლო სამი სეზონი "ოსტენდეში" ასპარეზობდა, ჩირო იმობილე კი "სევილიის" საკუთრება გახლდათ, თუმცა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით "ტორინოში" გაატარა.

ამასობაში, პრესასთან კომენტარი "ბიანკოჩელესტეს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გააკეთა და განაცხადა, რომ გულშემატკივართა პროტესტის მიუხედავად, ის აქტიურად განაგრძობს საქმიანობას და ყველაფერს აკეთებს გუნდის გასაძლიერებლად:

"გულშემატკივრებს
ჩემი მოშორება უნდათ, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ერთი ნაწილია და უმეტესობა ასე არ ფიქრობს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გუნდი გავაძლიერო და პირველი შედეგები უკვე გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, ჩირო იმობილე და ჯორდან ლუკაკუ, შესაბამისად, თავდასხმის და დაცვის ხაზს მკვეთრად გააძლიერებენ.

რა იქნება "ლაციოს" მიზანი ახალ სეზონში? - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და მჯერა, რომ ჩვენ ამის ძალა შეგვწევს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული