დანი ალვეში: ლებრონ ჯეიმსის საპატივცემულოდ, 23 ნომრით ვითამაშებ

AutoSharing Option
მირალემ პიანიჩის შემდეგ "იუვენტუსმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი, დანი ალვეში დაიმატა. 33 წლის ბრაზილიელი "ბარსელონადან" ტურინულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ახალ კლუბთან 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ალვეშმა პრესკონფერენცია გამართა ტურინში და საინტერესოდ ისაუბრა.

"იუვენტუსზე"
ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში ყოფნა. "იუვენტუსს" აქვს ოცნება და მინდა, რომ ეს ოცნება ჩვენ ერთად ავისრულოთ. შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

მომხიბლა "იუვენტუსის" ისტორიამ და მინდა, რომ ამ ისტორიის ნაწილი გავხდე. მსურ
და ახალ ქვეყნანაში მეთამაშა და ახალი გამოცდილება მიმეღო. იტალიაში თამაში დიდი გამოწვევაა და მოტივაციით ვარ აღსავსე.

ნომერი
ლებრონ ჯეიმსის საპატივცემულოდ, "იუვენტუსში" 23 ნომრით ვითამაშებ.

საკუთარ თავზე
არასდროს ვეძებდი იოლ გზას და პირიქით, ყოველთვის მსურდა დიდ მიზნებთან შეჭიდება. არ მსურს ევროპის დატოვა და სადღაც შორს, მხოლოდ ფულისთვის თამაში. მინდა ტურინულ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო და სწორედ ესაა ჩემი მოტივაცია. მე არ ვარ ვარსკვლავი, მე მებრძოლი ვარ.

პოგბას შესახებ
პოლ პოგბა საუცხოო ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით მომიწევს თამაში. "იუვენტუსში" ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან და იმედია, ამ ანსამბლში მეც ჩავეწერები.

"ბარსელონასა" და მესის შესახებ
"ბარსელონაში" საოცარი წლები გავატარე და ეს გუნდი მუდამ ჩემს გულში იქნება. მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა და ბუნებრივია, რომ არაფერს ვნანობ. ლეო მესი უდიდესი ფიგურაა როგორც "ბარსაში", ისე ზოგადად, ფეხბურთში და ეს ყველაზე უკეთ თვითონ იცის. მიუხედავად ამისა, თავში არასდროს ავარდნია და ამისთვის მას ძალიან ვაფასებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული