"რომამ" ზლატან იბრაჰიმოვიჩს ორლწიანი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
იტალიური "რომა" შესაძლოა შვედი ფორვარდით, ზლატან იბრაჰიმოვიჩით გაძლიერდეს. Sport Mediaset-ის ინფორმაციით, დედაქალაქურმა კლუბმა 34 წლის ფეხბურთელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სადაც სეზონში ხელფასად 7 მლნ ევროა გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს "რომაში" გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია. შვედმა ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ ზაფხულს დატოვა.

თავდამსხმელს სერია A-ში თამაშის მდიდარი გამოცდილება აქვს - სხვადასხვა დროს "იუვენტუსის", "ინტერისა" და "მილანის" ღირსებას იცავდა.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომლის თანახმად იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ის დატოვების შემდეგ, დიდი ალბათობით, კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული