სილვიო ბერლუსკონის შავი სია - ვინ წავა "მილანიდან"

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში, სილვიო ბერლუსკონი ხშირად ურთიერთობს სპორტულ ჟურნალისტებთან და მეტწილად, კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით ჩინელ ინვესტორებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე უწევს კომენტარის გაკეთება.

ამჯერად, "მილანის" მფლობელმა ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე ილაპარაკა და შემდეგი განაცხადა:

"რამდენიმე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და ისინი დატოვებენ "მილანს". ლაპარაკია ალექსზე, ფილიპ მექსესა და კევინ პრინს ბოატენგზე. საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა მარიო ბალოტელისაც და ალბათ, ისიც დაგვტოვებს.

სამაგიეროდ, ჩვენ უარი ვთქვით მატია დე შილიოს გაყიდვაზე და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაბირებით "იუვენტუსი" და "ბაიერნი" იყვნენ დაინტერესებულნი. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, "მილანი"
გაძლიერდება, თუმცა გასაგები მიზეზების გამო დღეს უფრო კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული