ტურინის "იუვენტუსმა" პოლ პოგბას საბოლოო პასუხისთვის სამკვირიანი ვადა მისცა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა სამკვირიან ვადაში გადაწყვეტს, რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport იუწყება.

ფრანგ ფეხბურთელს, რომლის გადაბირებითაც არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, ეს ვადა ტურინულმა კლუბმა მისცა. პოგბამ ან უნდა გაახანგრძლივოს კონტრაქტი "იუვენტუსთან", ან უნდა თქვას, რომ კლუბის დატოვება სურს.

საფრანგეთის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელს "იუვენტუსთან" შეთანხმება 2019 წელს ეწურება. კლუბის ხელმძღვანელობა პოგბას კონტრაქტს 2020 წლამდე სთავაზებს, სადაც ხელფასს წლიური 4,5 მლნ ევროდან 6 მლნ ევრომდე უზრდის.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში პოგბამ 33 მატჩში 8 გოლი
გაიტანა და 12 საგოლე პასი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული