"იუვენტუსი" და "რომა" ჟოაო მოუტინიოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
ფრანგული "მონაკოს" პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო მოუტინიო დიდი ალბათობით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიურ გუნდში გადავა.

როგორც Calciomercato იტყობინება, 29 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ტურინის "იუვენტუსი" იჩენს, რომელიც შემოთავაზებას ზაფხულში გააკეთებს. ტურინებელს კონკურენციას "რომა" გაუწევს.

წყაროს ინფორმაციით, თავის მხრივ, "მონაკოც" მზადაა პორტუგალიელი იმ გუნდში გაუშვას, ვინც მეტს გადაიხდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული