სერია A. XIV ტური: "მილანმა" "სამპდორია" დაჩაგრა [VIDEO]

AutoSharing Option
28 ნოემბერს იტალიის სერია A-ის მე-14 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

"ტორინომ" ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ მოიგო და ქულებით "იუვენტუსს" დაეწია. გოლები "ბოლონიას" კარში ანდრეა ბელოტიმ და ჯუზეპე ვივესმა გაიტანეს.

"მილანმა" 4:1 გაანადგურა "სამპდორია", მ'ბაიე ნიანგმა დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი ჯაკომო ბონავენტურამ და ლუის ადრიანომ გაიტანეს. სტუმართა რიგებში პენალტით თავი ედერმა გამოიჩინა, რომელიც 10 გოლით გონსალო იგუაინს დაეწია საუკეთესო ბომბარდირთა დავაში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტორინო-ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 ბელოტი (75), 2:0 ვივესი (92)

მილანი-სამპდორია 4:1
გოლები: 1:0 ბონავენტურა (16), 2:0 ნიანგი (38-პენ),
3:0 ნიანგი (49), 4:0 ლუის ადრიანო (79), 4:1 ედერი (87-პენ)

1. ინტერი - 30 ქულა; 2. ნაპოლი - 28; 3. ფიორენტინა - 28; 4. რომა - 27; 5. მილანი - 23.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული