იტალიის სერია B-ში მწვანე ბარათებს შემოიღებენ

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის სერია B-ში მწვანე ბარათებს შემოიღებენ.

ყვითელი და წითელი ბარათებისგან განსხვავებით, ახალი ბარათი უარყოფითი სახის არ იქნება.

სერია B-ს არბიტრები მწვანე ბარათებს იმ ფეხბურთელებს აჩვენებენ, ვინც ფეარ პლეის წესებს დაიცავს და ეს მატჩის პროტოკოლში აღინიშნება.

სერია B-ს ხელმძღვანელობა დატესტავს აღნიშნულ ბარათებს და შემდგომში განსაზღვრავს, რამდენად მიზანმიმართული იქნება მისი გამოყენება სხვა დივიზიონებში.

მწვანე ბარათის მქონე ფეხბურთელებს არანაირი დივიდენდი არ ექნება მატჩის დროს, მაგრამ სეზონის ბოლოს ყველაზე კორექტული ფეხბურთელების სიას გამოაქვეყნებენ.

აქვე გეტყვით, რომ სერია B-ს მატჩები 5-6 სექტემბერს დაიწყება.

აღსანიშნავია,
რომ გასული წლის ოქტომბერში უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თეთრი ბარათების შემოღების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ფეხბურთელის გაძევებას 5-10 წუთით გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ინგლისში სიმულაციაზე დისკვალიფიკაცია + ამას მწვანე ბარათი .. მაქსიმალურად იზღუდება უღირსი თამაში
nika
17:31 04-09-2015
0
დროებითი გაძევება კარგი იდეაა. უსამართლოდ ბევრი გაძევებები ხდება
მე
13:04 04-09-2015
0

სიახლეები პოპულარული