ტურინის "იუვენტუსი" მცველს ეძებს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "იუვენტუსის" მესვეურებს ერთი უმაღლესი კლასის მცველის გადაბირება სურთ და ერთბაშად რამდენიმე მიმართულებით აწარმოებენ მოლაპარაკებას.

პრიორიტეტული სამიზნე 28 წლის ესეკილ გარაი ყოფილა "ზენიტიდან", რომელსაც თავადაც სურს კარიერის უფრო მაღალ დონეზე გაგრძელება და ორმხრივი ინტერესიდან გამომდინარე, ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

"იუვენტუსის" ინტერესის სფეროში არიან ტიაგო სილვა პსჟ-დან, აიმენ აბდენური "მონაკოდან", მეჰდი ბენატია მიუნხენის "ბაიერნიდან" და დიეგო გოდინი მადრიდის "ატლეტიკოდან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული