იოან კაბაი "რომას" სამიზნეშია

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" მესვეურები აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ პსჟ-სთან იოან კაბაის ტრანსფერთან დაკავშირებით. 29 წლის ნახევარმცველის გადაბირება რუდი გარსიას პირადი სურვილია და, როგორც "გაძეტა დელო სპორტში" დაიწერა, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა.

მოკლედ, მოლაპარაკებებში თვით გარსიაა ჩაბმული, რომელმაც არ დამალა, რომ კაბაი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც კი ოდესმე უმუშავია. შეგახსენებთ, რომ იოან კაბაი "ლილში" ასპარეზობისას, სწორედ რუდი გარსიას შეგირდი იყო.

აქვე ვთქავათ, რომ "რომამ" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო მატია დესტროსთან დაკავშირებით და 24 წლის თავდამსხმელი
"მონაკოში" გააგრძელებს კარიერას. დიდი ალბათობით, "ჯალოროსის" ჟერვინიო და სეიდუ დუმბია დატოვებენ, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპული და არაბული კლუბები ზღაპრულ კონტრაქტებს სთავაზობენ.

მოკლედ, ისევე, როგორც სხვა იტალიური გუნდები, მომდევნო სეზონს "რომაც" საფუძვლიანად განახლებული შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული