მადრიდის "რეალმა" სერხიო რამოსის შემცვლელი მოიძია?

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს. ამის შესახება Tuttusport-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, ტურინელთა მცველის ტრანსფერში "რეალი" მზადაა, 30 მლნ ევრო გადაიხადოს. ამასთან, მადრიდული კლუბი ფეხბურთელს ხელფასსაც გაუორმაგებს, რომელიც ამჟამად წელიწადში 2 მლნ ევროს შეადგენს.

აღნიშნავენ, რომ ბონუჩის "რეალი" სერხიო რამოსის შემცვლელად განიხილავს, რომელიც დიდი ალბათობით, ამ ზაფხულსვე დატოვებს კლუბს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს რეალში არ გადავა,შეცვლით კი შეუცვლელი არავინაა...
juve
16:28 30-06-2015
0
ეს რამოს ვერასდროს ვერ შეცვლის
saba
16:03 30-06-2015
0

სიახლეები პოპულარული