სიკვდილს გადარჩენილი: კომის შემდეგ ამას ნამდვილი ფანი თუ იტყოდა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ნორჩ გულშემატკივარს 42 წუთი წყლის ქვეშ გონება ჰქონდა დაკარგული, თუმცა ის მაინც გადარჩა.

14 წლის მიხაელის 4-კვირიანი კომის შემდეგ პირველი სიტყვები გასაოცარი იყო. "დარჩა თუ არა "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაში?" - იკითხა გულშემატკივარმა.

ინციდენტი მილანის მახლობლად მოხდა. მოზარდი 5 მეგობართან ერთად ხიდიდან წყალში ხტებოდა. როცა მიხაელი ცივ წყალში იმყოფებოდა, გულისცემა შეუწყდა.

მაშველ-მყვინთავებს 42 წუთი დასჭირდათ, რომ მოზარდი ეპოვათ. დეფიბრილატორის მეშვეობით კი ექიმებმა მიხაელს გულისცემა აღუდგინეს. მისი სხეულის ტემპერატურა იმ დროს 29 გრადუსამდე დაიწია.

მომდევნო 4 კვირა მიხაელი სან რაფაელოს
საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიმაგრებული.

Corriere della Sera-ს ცნობით, როცა მოზარდი კომიდან გამოვიდა, მან მშობლებს ჰკითხა, დარჩა თუ არა მისი საყვარელი გუნდი, ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაში. იმ ერთი თვის განმავლობაში, როცა მიხაელი კომაში იყო, "იუვენტუსმა" ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის "რეალს" აჯობა და ფინალში გავიდა.

მოზარდის მკურნალმა ექიმმა ალბერტო ზანგრილიომ, რომელიც, ამასთან ერთად, სილვიო ბერლუსკონის პირადი თერაპევტია, ამ შემთხვევას "საკუთარი კარიერის ყველაზე დიდი სიხარული" უწოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დამბურძგლა
Del Piero 10
14:40 02-06-2015
0
ფეხბურთი - თანაედროევე, პოსტ-მოდერნი რელიგიაა
popi
12:46 02-06-2015
0

სიახლეები პოპულარული