სერია A. XXXVII ტური: "იუვენტუსმა" "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
23 მაისს იტალიის სერია A-ს 37-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ტურინის "იუვენტუსმა" სანახევროდ სარეზერვო შემადგენლობით ითამაშა, ჩემპიონმა მაინც იოლად დაამარცხა "ნაპოლი".

მასპინძლები მე-13 წუთზე რობერტო პერეირამ დააწინაურა. 50-ე წუთზე დავიდ ლოპესმა გაათანაბრა, თუმცა მანამდე ჯანლუიჯი ბუფონმა პენალტი მოიგერია.

77-ე წუთზე სტეფანო სტურარომ "იუვე" დააწინაურა. ბოლო წუთზე სიმონე პეპემ პენალტი შეასრულა, ხოლო "ნაპოლიმ" თამაში ათი კაცით დაასრულა. ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების თეორიული შანსიც კი დაკარგეს.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

გენუაში "ჯენოამ" მილანის "ინტერს" უმასპინძლა. მილანელები ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ედენილსონის
საჯარიმოს იურაი კუჩკას თავური მოჰყვა და "ჯენოამ" 3:2 მოიგო. "ინტერი" ამ სეზონში ევროთასების საგზურის გარეშე დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იუვენტუსი-ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 პერეირა (13), 1:1 დ. ლოპესი (50), 2:1 სტურარო (77), 3:1 პეპე (93-პენ)
შენიშვნა: ინსინიემ (ნაპოლი) ვერ გაიტანა პენალტი
გაძევება: ბრიტოსი (92. ნაპოლი)

ჯენოა-ინტერი 3:2
გოლები: 0:1 იკარდი (19), 1:1 პავოლეტი (24), 1:2 პალასიო (30), 2:2 ლესტიენე (41), 3:2 კუჩკა (89)

1. იუვენტუსი - 86 ქულა; 2. რომა - 67; 3. ლაციო - 66; 4. ნაპოლი - 63. 5. ჯენოა 59.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თეორიული შანსი როგორ დაკარგა ნაპოლიმ ავტორო ? თუ ლაციომ 2 დარჩენილი თამაში წააგო ნაპოლი გადის ლიგაზე.
giorgi
19:29 24-05-2015
0

სიახლეები პოპულარული