გენუის "სამპდორია": ვინ შეცვლის სინიშას?

AutoSharing Option
პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, სინიშა მიხაილოვიჩი დატოვებს "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელის პოსტს და გენუური კლუბის მესვეურებს ზაფხულში მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევთ. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ძიების პროცესი უკვე დაიწყო და რამდენიმე კანდიდატიც გამოიკვეთა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ერთ-ერთი პირველი, ვისაც "სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო შეეხმიანა, ვალტერ მაძარი გახლავთ, მაგრამ ამ უკანასკნელს შეთავაზებაზე თავაზიანი უარი განუცხადებია. აქვე ვთქვათ, რომ მაძარი 2007-09 წლებში სწორედ გენუურ გუნდს ედგა სათავეში და იქიდან გადაბარგდა ნეაპოლში, სადაც ყველაზე წ
არმატებულად იმუშავა. როგორც ჩანს, მაძარიმ წარსულში დაბრუნება არ ისურვა და უფრო ამბიციური კლუბებისგან ელოდება შეთავაზებას.

ამასობაში, იტალიელი სპორტული ჟურნალისტები პაულუ სოუზას კანდიდატურაზე ალაპარაკდნენ, რომელიც "ბაზელის" თავკაცია და როგორც თავად აცხადებს, იტალიაში სიამოვნებით გააგრძელებდა სამწვრთნელო კარიერას. ბუნებრივია, დასახელდა იტალიელი კანდიდატებიც, ყველაზე ხშირად კი "ემპოლის" თავკაც მაურიციო სარის და "სასუოლოს" მწვრთნელ ეუსებიო დი ფრანჩესკოს ახსენებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული