ლუჩანო მოჯი: დამაბრუნეთ ფეხბურთში!

AutoSharing Option
დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალჩოპოლი ისტორიის საკუთრებაა. გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი სკანდალი იტალიის პროკურატურამ 26 მარტს დახურა, გადაწყვეტილება კი გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

სასამართლოს ბოლო სხდომაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ლუჩანო მოჯის რეაბილიტაცია და გამართლება გახლდათ, მაგრამ "იუვენტუსის" ყოფილ დირექტორს დამნაშავის სტატუსი შეუნარჩუნეს.

მართალია, მოჯი დაპატიმრებას ასცდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი რეაბილიტირება არ მოხდა, ფეხბურთში საქმიანობა კვლავ ეკრძალება. სასამართლო სხდომის შემდეგ მოჯი იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს გაესაუბრა:

"კალჩოპოლის საქმე რომ დაიხურა, ეს კარგია, მაგრამ უკეთესი განაჩენის მოლოდინში ვიყავი.
სამწუხაროდ, ისევ არ მაქვს ფეხბურთში საქმიანობის უფლება, რაც დიდი შეცდომაა. რადგან იტალიაში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აღარ მაქვს, ევროპულ სასამართლოში ვიჩივლებ - მე ერთადერთი მოთხოვნა მაქვს, მომცენ საშუალება, რომ საყვარელ საქმეს დავუბრუნდე.

წესით, უფრო მეტსაც უნდა ვითხოვდე, რადგან კალჩოპოლის მთელი ეს პროცესი დარღვევებით წარიმართა - ფეხბურთიდან 2006 წელს მომკვეთეს და "იუვენტუსი" ქვედა ლიგაში დააქვეითეს, საქმე კი 2015 წელს დაიხურა.

როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში არ იციან, რა არის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ბრძოლას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული