სერია A. XXVI ტური: "იუვენტუსმა" მოიგო და წინ 11 ქულით გაიჭრა [VIDEO]

AutoSharing Option
9 მარტს იტალიის სერია A-ს XXVI ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა.

სატურნირო ცხრილის ლიდერმა "იუვენტუსმა" ტურინში "სასუოლოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა მეტოქე, რითაც ცხრილში მდევარ "რომასთან" უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. მასპინძლებს გამარჯვება 82-ე წუთზე პოლ პოგბამ, საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"სასუოლო", რომლისთვისაც ეს მარცხი ზედიზედ მეოთხეა ტურნირში, ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს.

დამაჯერებლად მოიგო რომში "ლაციომ", რომელმაც ფლორენციულ "ფიორენტინას" შანსი არ დაუტოვა - 4:0.

"ოლიმპიკოზე" გამართულ შეხვედრაში დუბლი მიროსლავ კლოზემ (75-ე, 85-ე წუთები) შეასრულა, მანამდე კი ჯერ
ლუკას ბილიამ
შეძლო გატანა, შემდეგ კი ანტონიო კანდრევამ პენალტიდან აიღო სტუმართა კარი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვების შემდეგ "ლაციო" 46 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, "ფიორენტინა" კი 42 ქულით მეხუთეზეა.

სერია A. XXVI ტური
ლაციო-ფიორენტინა 4:0
გოლები: 1:0 ბილია (6), 2:0 კანდრევა (65-პენ.), 3:0 კლოზე (75), 4:0 კლოზე (85)
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, მაურისიო (49. ნოვარეტი), რადუ - კატალდი, ბილია - ფელიპე ანდერსონი, კანდრევა (77. კეიტა), მაური (81. ონაზი) - კლოზე
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, ბასანტა, სავიჩი, პასკუალი - კურტიჩი, ბადელი (77. ხოაკინი), ფერნანდესი - დიამანტი (46. პისარო), სალაჰი, ილიჩიჩი (55. ჯილარდინო)
გაფრთხილება: მაურისიო, კანდრევა - ბასანტა, ტომოვიჩი, კურტიჩი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 11-5 (6-1); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 50 000

იუვენტუსი-სასუოლო 1:0
გოლი: 1:0 პოგბა (82)
იუვენტუსი (4-3-1-2): სტორარი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, ვიდალი, პოგბა - პერეირა (63. პეპე) - ტევესი (87. ბარცალი), მორატა (63. ლორენტე)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, პელუზო, ლონგი - მანიანელი, ბრიგი (79. ჩიბსა), მისიროლი (85. ლაზარევიჩი) - სანსონე (72. ტაიდერი), ბერარდი, ძაძა
გაფრთხილება: პოგბა, ტევესი - მისიროლი, მანიანელი, ძაძა, სანსონე
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13-2 (4-1); ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 35 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუვეეეეეეეეეეეეეეეეეე!!! 33 სკუდეტოს გილოცავთ იუვეს ტიფოზებოოოოოოოო!!!
პოლ პოგბა არის უძლიერესი ფეხბურთელი! ეხლა დორტმუნდის დროა პოლ ;)
del piero 10
11:26 10-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული