იტალიის თასი. 1/2 ფინალი: "იუვენტუსის" პირველი საშინაო მარცხი 2013 წლის შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ტურინის "იუვენტუსმა" "ფიორენტინას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

"იების" შემადგენლობაში დუბლი შეასრულა "ჩელსიდან" გადმოსულმა მოჰამედ სალაჰმა.

"ბებერი ქალბატონის" რიგებში თავი გოლით ფერნანდო ლორენტემ გამოიჩინა. საპასუხო მატჩი 7 აპრილს, ფლორენციაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ტურინელები "იუვენტუს სთედიუმზე" ბოლოს 2013 წლის 10 აპრილს დამარცხდნენ, როცა მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ანგარიშით 0:2 დათმეს.

ახალ სტადიონზე, რომელიც 2011 წელს გაიხსნა, "იუვენტუსმა" მხოლოდ 4 მარცხი იწვნია, იტალიის თასზე კი "ბებერმა ქალბატონმა" საკუთარ მოედანზე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

იუვენტუსი-ფიორენტინა 1:2
გოლები: 0:1
სალაჰი (11), 1:1 ლორენტე (24), 1:2 სალაჰი (56)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული