იტალიის თასი. 1/2 ფინალი. I მატჩი: რომში "ლაციო" და "ნაპოლი" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მარტს, რომში, იტალიის თასის გათამაშებაში პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ლაციომ" "ნაპოლის" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

"ოლიმპიკოზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე მიროსლავ კლოზემ გახსნა, სტუმრებმა კი გათანაბრება მანოლო გაბიადინის ზუსტი დარტყმით, 57-ე წუთზე შეძლეს.

ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 8 აპრილს, ნეაპოლში გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი ფინალის საგზურისთვის ტურინის "იუვენტუსი" და "ფიორენტინა" იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული