"რომა" ლუკას პოდოლსკით დაინტერესდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელით, ლუკას პოდოლსკით "რომა" დაინტერესდა, - წერს Gazzetta dello Sport-ი.

უახლოეს მომავალში იტალიური კლუბი ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი პოდოლსკის გაყიდვას ზამთარში აპირებს.

მიმდინარე სეზონში პოდოლსკიმ "არსენალის" მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, სადაც სამი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული