რუდი გარსია და მასიმილიანო ალეგრი დასაჯეს

AutoSharing Option
სერია A-ს მომდევნო ტურში სატურნირო ცხრილის ლიდერები, "იუვენტუსი" და "რომა" მთავარი მწვრთნელების გარეშე იასპარეზებენ. რუდი გარსია და მასიმილიანო ალეგრი თავიანთი გუნდის შეხვედრებს თვალს ტრიბუნიდან მიადევნებენ. აქვე ვთქვათ, რომ "რომა" "მილანს" უმასპინძლებს, ხოლო "იუვენტუსი" "კალიარის" ესტუმრება.

"ჯენოა"-"რომას" მატჩის შემდეგ რუდი გარსია "სტადიო ლუიჯი ფერარისის" მომსახურე პერსონალს წაეკიდა და რომ არ გაეშველებინათ, ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდა. გარსია ძლივს გააკავეს და როგორც იტალიელი ჟურნალისტები იწერებიან, ასეთი განრისხებული რუდი აქამდე არასდროს უნახავთ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გარსიას 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

რაც შეეხება ალეგრის, მას
"იუვენტუსი"-"სამპდორიას" შეხვედრაში უმტყუნა ნერვებმა და არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ტურინული გრანდის მესვეურები სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რადგან თვლიან, რომ ალეგრის განსაკუთრებული არაფერი უქნია და ასეთ სასჯელს არ იმსახურებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული