ვალტერ მაცარის მოხსნის დრო მოვიდა?

AutoSharing Option
"ინტერმა" კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივარი, საკუთარ მოედანზე "ვერონას" ვერაფერი დააკლო და მხოლოდ ფრეს გამორჩა. მორიგი წარუმატებელი მატჩის შემდეგ ვალტერ მაცარის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და, როგორც იტალიურ პრესაში იწერება, მისი გათავისუფლება, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ერიკ ტოჰირის სურვილია, რომ მილანურ დერბის "ინტერი" ახალი მწვრთნელით შეხვდეს, აღნიშნული მატჩი კი უკვე მომდევნო ტურში გაიმართება.

ამასთან, საკლუბო ფეხბურთი სანაკრებო მატჩების გამო პაუზას იღებს და ახალ დამრიგებელს გუნდის გასაცნობად დროც ექნება. თუ ახალი ცოცხის ეფექტსაც გავითვალისწინებთ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩის წინ, მაცარის
გაშვება ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება. თუმცა სენიორ ვალტერი ჯერ ისევ "ინტერის" მწვრთნელია და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ამასობაში, მაურო იკარდი შემოსწყრა გულშემატკივრებს და განაცხადა, რომ "ინტერი" "ჯუზეპე მეაცაზე" თავს სტუმრად გრძნობს:

"არ მინდიდა ამ თემაზე ლაპარკი, მაგრამ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. საშინაო შეხვედრებში თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს სტუმრად ვთამაშობდეთ, რადგან გულშემატკივრები მუდმივად გვისტვენენ. გასაგებია, რომ მათ უკეთესი "ინტერის" ხილვა სურთ, მაგრამ ამისთვის გუნდის მხარდაჭერაა საჭირო.

საშინაო არენაზე თავს დათრგუნულად ვგრძნობთ, რადგან ყოველ შეცდომას სტვენა და ობსტრუქცია მოჰყვება. კრიზისი ერთად დგომით უნდა დავძლიოთ, სხვა გამოსავალი არაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული