რაფაელ ბენიტესი: "კალიარისთან" ორი ქულა დავკარგეთ [VIDEO]

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა "კალიარისთან" (1:1) იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში ინიციატივას ვფლობდით, ამიტომ ეს ცუდი შედეგია.

თუმცა ძალიან გაგვიჭირდა ასეთ საფარზე თამაში, ის საშინელი იყო. პასების მიცემაც კი რთული იყო.

ამის მიუხედავად ჩვენ უფრო მეტი მომენტი გვქონდა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია. უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. "რომასთან" და ტურინის "იუვენტუსთან" ჩამორჩენა არ მაინტერესებს. მთავარია, რომ უნდა მოვუმატოთ.

"კალიარისთან" ერთი ქულა ავიღეთ და ორი დავკარგეთ. კვლავ
მიმაჩნია, რომ მომატება და განვითარება შეგვიძლია",
- თქვა ბენიტესმა.

მომზადებული Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული