პოლიციამ ერთ-ერთ დაკავებულთან გატუზოს კავშირი დაადგინა

AutoSharing Option
იტალიელმა პოლიციელებმა გარიგებული მატჩების ორგანიზებაში "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის, ჯენარო გატუზოს შესაძლო მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები იპოვეს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ეჭვის ქვეშ გასული სეზონის 4 მატჩი მოხვდა. პოლიცია "პალერმო"-"ბოლონიას", "პესკარა"-"სიენას", "პალერმო"-"ინტერის" და "პარმა"-"ატალანტას" შედეგების სამართლიანობას ამოწმებს.

გამოძიება კი პოლიციამ "კიევო"-"მილანის" მატჩიდან დაიწყო, რომელიც 2011 წელს ჩატარდა და მასში გატუზოა ეჭვმიტანილი.

პოლიციამ გარიგებული მატჩების საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულთან 35 წლის გატუზოს კავშირი დაადგინა.

პოლიციამ ეჭვმიტანილების სატელეფონო ზარები გამოიძია, რომელიც მატჩის წინ გაკეთდა.

ასევე იხილეთ:
სკანდალი იტალიაში: გატუზოს სახლი გაჩხრიკეს, ორი ფეხბურთელი უკვე დაკავებულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული