უეინ რუნის "მილანმა" დაუმიზნა

AutoSharing Option
ადრიანო გალიანიმ არაერთხელ განაცხადა, რომ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ აპირებს და "მილანის" გულშემატკივრები ხმაურიან გარიგებებს არ უნდა ელოდონ.

როგორც ჩანს, არც მთლად მასეა საქმე და თუ რატომ, ამას აქვე გეტყვით... "კორიერე დელო სპორტის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" წარმომადგენლები მანჩესტერში გახლდნენ ჩასულები, სადაც "იუნაიტედის" მესვეეურებს შეხვდნენ და უეინ რუნის ტრანსფერზე ჩამოუგდეს სიტყვა.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან, 27 წლის ფორვარდს შეელიონ და მილანელებს ჯერჯერობით უცნობი ოდენობის თანხა დაუსახელეს. უცნობია ისიც, თუ რა პოზიციას დაიჭერენ ლომბარდიელები, მაგრამ ერთი ფაქტია,
კლუბის დირექტორატის წარმომადგენელმა, არიედო ბრაიდამ მანჩესტერელებთან წამოწყებული მოლაპარაკება არ უარყო:

"შედგა თუ არა შეხვედრა "იუნაიტედის" წარმომადგენლებთან? - ზუსტად ვერ გეტყვით, შეიძლება შედგა კიდეც, მაგრამ რა საკითხებზე, ეს ჩემთვის უცნობია, ვიცი, რომ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ ვაპირებთ, მატრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ სასურველი ფეხბურთელის შეძენის საშუალება მოგვეცა, უარს ვიტყვით. უფრო მეტს და საინტერესოს, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: უეინ რუნის თამაში ძალიან მომწონს, მაგრამ...



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული