რომის "ლაციო" "ანდერლეხტის" კაპიტანს ყიდულობს

AutoSharing Option
რომის "ლაციო" ბელგიურ "ანდერლეხტს" გუნდის კაპიტან ლუკას ბილიას ტრანსფერზე შეუთანხმდა.

არგენტინელი გამთამაშებელი 27 წლისაა. უახლოეს დღეებში ის ოფიციალურად გახდება "ლაციოს" წევრი. ამის შესახებ ბელგიურ პრესას "ანდერლეხტის" პრეზიდენტმა როჟე ვან დენ სტოკმა განუცხადა.

"როგორც კი ბილია არგენტინის ნაკრებიდან დაბრუნდება, უმოკლეს ვადაში გაფორმდება ტრანსფერი".

ბილია 2006 წლიდან ერთგული იყო "ანდერლეხტის", 2010 წლიდან კი ის გუნდის კაპიტანიცაა.

ასევე იხილეთ:
ლუკას ბილია მადრიდის "რეალში"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული