მაურიციო ძამპარინიმ დაადასტურა, რომ "პალერმოს" ჯენარო გატუზო გაწვრთნის

AutoSharing Option
"პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში სიცილიურ გუნდს იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯენარო გატუზო გაწვრთნის.

"ძალიან მომწონს გატუზო და "პალერმოს" შემდეგი მწვრთნელი სწორედ ის იქნება", - უთხრა იტალიურ პრესას ძამპარინიმ.

"პალერმომ" უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო და მომდევნო სეზონში სერია B-ში იასპარეზებს.

აღსანიშნავია, რომ გატუზოს, როგორც ფეხბურთელს, მოქმედი კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს შვეიცარიულ "სიონთან". თუკი ჯენაროსა და სიცილიელთა შეთანხმება შედგა, ის "პალერმოში" ძამპარინის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში 44-ე მწვრთნელი იქნება.

ასევე იხილეთ:
ჯენარო გატუზო: გადაწყვეტილია - ბურთის გორებას
აღარ ვაპირებ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული