"მილანის" სამწვრთნელო საგა გრძელდება

AutoSharing Option
"მილანის" სამწვრთნელო სკამის გარშემო ვითარება კვლავაც ბურუსითაა მოცული და როგორც ჩანს, კლუბის მესვეურები საბოლოო გადაწყვეტილებას უქმეებზე მიიღებენ.

რამდენიმე იტალიურ ვებგვერდზე ისიც კი დაიწერა, რომ სილვიო ბერლუსკონი და მასიმილიანო ალეგრი ერთმანეთს თბილისში შეხვდებიან და სწორედ იქ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ რატომ თბილისში, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, არც ბერლუსკონის და არც ალეგრის საქართველოში ჩამოსვლა ჯერჯერობით არ დასტურდება.

შესაძლოა, ეს დეზინფორმაციაა, მაგრამ ის ფაქტია, რომ მწვრთნელ-პრეზიდენტს სადღაც მოუწევთ შეხვედრა.

"მილანის" მესვეურებისა და ალეგრის შეხვედრა 30 მაისს უნდა შემდგარიყო, მაგრამ
ადრიანო გალიანის
ინიციატივით, უქმეებისთვის გადაიდო. მიზეზი ვიცე-პრეზიდენტის სარდინიაზე საქმიანი ვიზიტია.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, გაბრაზებული ალეგრი რომში ჩავიდა და "რომას" მესვეურებთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. გაცხადდა ისიც, რომ "ჯალოროსიში" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში, მასიმილიანო სეზონურად 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. განვმარტოთ, რომ მწვრთნელს რომაელთათვის საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ უთქვამს და მათ ორშაბათამდე მოცდა სთხოვა - ალეგრი არ მალავს, რომ მას "მილანში" სურს დარჩენა და "ჯალოროსის" იმ შემთხვევაში ჩაიბარებს, თუ ბერლუსკონისგან უარს მიიღებს.

ითქვა ისიც, რომ დედაქალაქელებმა ალეგრის პროცესის დაჩქარება და საკითხის კვირამდე მოგვარება სთხოვეს. მოკლედ, ალეგრი ორ ცეცხლშუაა და რითი დასრულდება ეს ყველაფერი, ერთმა ღმერთმა უწყის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კულმინაცია 30 მაისს: მასიმილიანო ალეგრი თუ კლარენს ზეედორფი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული