სერია A. ტოპ-10-ის ტრანსფერები

AutoSharing Option
იტალიური კლუბები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ, განსაკუთრებით კი ეს "მილანზე" ითქმის.

"როსონერის" მესვეურებმა 10 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს და ჯამში 210 მილიონი ევრო დახარჯეს - პროცესი გრძელდება და დიდი ალბათობით, მილანელთა დანახარჯი 300 მილიონ ევროს გადააჭარბებს. "მილანს" ფინანსური "ფეარ პლეი" არ ემუქრება - თუ კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს, 3 წლის განმავლობაში შეუძლია რომ ფული კონტროლის გარეშე ხარჯოს.

"ინტერი" უფრო პასიურია, მაგრამ სამაგიეროდ, "ნერაძურის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ლუჩანო სპალეტის სახით. გამოცდილმა სპეციალისტმა ყველგან ნაყოფიერად იმუშავა და წესით, არც "ინტერში" უნდა დაუცდეს ფეხი
- სპალეტიმ, თითქოს, უკვე დაატყო გუნდს თავისი ხელი. საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, "ნერაძურიმ" ჯერ "ლიონს" მოუგო, ხოლო შემდეგ "ბაიერნს" შანსი არ დაუტოვა - სპალეტიმ ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარტინს ედერი გაამწესა და მანაც დუბლი შეასრულა.

აქტიურობს "იუვენტუსი" - მართალია, გუნდი ორმა ძლიერმა ფეხბურთელმა დატოვა დანი ალვეშის და ლეონარდო ბონუჩის სახით, თუმცა არის ნამატიც - ამ ყველაფერზე ქვემოთ შეიტყობთ - გადავხედოთ გასული სეზონის მიხედვით საუკეთესო 10 იტალიური გუნდის ტრანსფერებს...

იუვენტუსი
წავიდნენ: დე ჩელიე (თავისუფალი აგენტი), დანი ალვეში (პსჟ, საფრანგეთი), აუდერო (ვენეცია), ნეტო (ვალენსია, ესპანეთი), ბონუჩი (იტალია);
მივიდნენ: ტიამი (ემპოლი), ბენტაკური (ბოკა ხუნიორსი, არგენტონა), დუგლას კოშტა (ბაიერნი, გერმანია), დე შილიო (მილანი), შჩესნი (რომა), ბერნარდესკი (ფიორენტინა).

რომა
წავიდნენ: ტოტი (კარიერა დაასრულა), შჩესნი (იუვენტუსი), ვერმალენი (ბარსელონა, ესპანეთი), გრანიერი (ლიონი, საფრანგეთი), სალაჰი (ლივერპული, ინგლისი), პარედესი (ზენიტი, რუსეთი), რიუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), მარიო რუი (ნაპოლი), კრიზანტო (სიენა);
მივიდნენ: იტურბე (ტორინო), კასტანი (ტორინო), სკორუპსკი (ემპოლი), გომბერი (პესკარა), სადიქი (ბოლონია), ვანკური (მარსელი, საფრანგეთი), მორენო (პსვ, ჰოლანდია), პელეგრინი (სასუოლო), კარსდორპი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), გონალონი (ლიონი, საფრანგეთი), იუნდერი (ბაშიკშაჰირი, თურქეთი), დეფრელი (სასუოლო), კოლაროვი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).

ნაპოლი
წავიდნენ: არავინ;
მივიდნენ: სუნიგა (უოტფორდი, ინგლისი), გრასი (ატალანტა), დე გუზმანი (კიევო), მაიელო (ფროზინონე), საპატა (უდინეზე), დიმიტრუ (ნოტინგემი, ინგლისი), მარიო რუი (რომა).

ატალანტა
წავიდნენ: რაიმონდი (კარიერა დაასრულა), მილიაკოლო (კარიერა დაასრულა), კონკო (თავისუფალი აგენტი), გრასი (ნაპოლი), ზუკანოვიჩი (ჯენოა), მუნიერი (ბოლონია), კესი (მილანი), კონტი (მილანი), პალოსკი (სპალ), დალესანდრო (ბენევენტო);
მივიდნენ: დელ გროსო (სპალ), მონაკელო (ტერნანა), მარილუნგო (ემპოლი), მანჩინი (პერუჯა), პალომინო (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), ილიჩიჩი (ფიორენტინა), პესინა (კომო).

ლაციო
წავიდნენ: ბილია (მილანი), პორტანოვა (იუვენტუსი), ადამონისი (სალერნიტანა);
მივიდნენ: მინალა (სალერნიტანა), კიშნა (ლილი, საფრანგეთი), მარუშიჩი (ოსტენდე, დანია), ლუკას ლეივა (ლივერპული, ინგლისი), დი ჯენარო (კალიარი).

მილანი
წავიდნენ: პაშალიჩი (ჩელსი, ინგლისი), მატი ფერნანდეში (ფიორენტინა), დეულოფეუ (ბარსელონა, ესპანეთი), ოკამპოსი (მარსელი, საფრანგეთი), ჰონდა (თავისუფალი აგენტი), პოლი (ბოლონია), პლიცარი (ტერნანა), კუცკა (ტრაბზონსფორი, თურქეთი), ბერტოლაჩი (ჯენოა), ლაპადულა (ჯენოა), დე შილიო (იუვენტუსი), ვანიონი (მონტერეი, მექსიკა);
მივიდნენ: ნიანგი (ვოტფორდი, ინგლისი), მაური (ემპოლი), ძიგონი (სპალ), გაბრიელი (კალიარი), მუსაკიო (ვილიარეალი, ესპანეთი), კესი (ატალანტა), რიდრიგესი (ვოლფსბურგი, გერმანია), ანდრე სილვა (პორტო, პორტუგალია), ბორინი (სანდერლენდი, ინგლისი), ჩალჰანოღლუ (ბაიერი, გერმანია), კონტი (ატალანტა), ა. დონარუმა (ასტერასი, საბერძნეთი), ბონუჩი (იუვენტუსი), ბილია (ლაციო).

ინტერი
წავიდნენ: კარლეო (მონტერეი, მექსიკა), პალასიო (თავისუფალი აგენტი), ბანეგა (სევილია, ესპანეთი), გრავილონი (ბენევენტო), რადუ (აველინო);
მივიდნენ: რანოკია (ინტერი), მანა (პიზა), იოვეტიჩი (სევილია, ესპანეთი), კამარა (ბრეშა), ბალონი (აველინო), შკრინიარი (სამპდორია), პადელი (ტორინო), ბორხა ვალერო (ფიორენტინა), კოლდიო (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა)

ფიორენტინა
წავიდნენ: სკალერა (ბარი), ტელიო (ბეტისი, ესპანეთი), რიდრიგესი (სან ლორენსო, არგენტინა), დე მაიო (ბოლონია), ილიჩიჩი (ატალანტა), მლაკარი (ვენეცია), ბორხა ვალერო (ინტერი), ბერნარდესკი (იუვენტუსი), მილიჩი (ოლიმპიაკოსი), ტატარუშანუ (ნანტი, საფრანგეთი), ბარონი (ლუკეზე);
მივიდნენ: მატი ფერნანდეში (მილანი), პეტრიკონე (ტერნანა), მილენკოვიჩი (პარტიზანი, სერბეთი), უგო (პალმეირასი, ბრაზილია), ხრისტოვი (სლავია, ბულგარეთი), ვერეტუ (ასტონ ვილა, ინგლისი)

ტორინო
წავიდნენ: ჰარტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კასტანი (რომა), იტურბე (რომა), პადელი (ინტერი), კარლაო (აპოელ, კვიპროსი), კუკიეტი (რეჯინა);
მივიდნენ: ბონიფაცი (სპალ), არამუ (პრო ვერჩელი), პარიჯინი (ბარი), სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), ბერენგუარი (ოსასუნა, ესპანეთი).

სასუოლო
წავიდნენ: აკვილანი (პესკარა), პელეგრინი (რომა), ფრანკინი (ტერნანა), დეფრელი (რომა);
მივიდნენ: სბრისა (ბრეშა), ლარიბი (ჩეზენა), ფალჩინელი (კროტონე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული