მადა ჭამაში მოდის - "მილანი" კრიშტიანო რონალდოთიც დაინტერესდა

AutoSharing Option
იტალიური "მილანი" მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ლიდერის, კრიშტიანო რონალდოს შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "როსონერი" "რეალისთვის" შეთავაზების გაკეთებას ჯერ არ აპირებს. მილანელები მხოლოდ თადარიგს იჭერენ იმ შემთხვევისთვის, თუ "ოქროს ბურთის" ოთხგზის მფლობელი მადრიდის დატოვებას გადაწყვეტს.

გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" სპორტული დირექტორი მასიმო მირაბელი და გენერალური დირექტორი მარკო ფასონე რონალდოს აგენტს, ჟორჟე მენდეშს სარდინიაზე შეხვდნენ. მათ პორტუგალიელს სთხოვეს, რომ მან საქმის კურსში ჩააყენოს იმ შემთხვევაში, თუ რონალდო "რეალიდან" წასვლას მოინდომებს.

"მილანს", მიმდინარე ზაფხულში, ძალიან აქტიური სატრანსფერო კამპანია აქვს.
ვინჩენცო მონტელას გუნდმა, ლეონარდო ბონუჩის, ანდრე სილვას, ანდრეა კონტის, ჰაკან ჩალჰანოღლუს, მატეო მუსაჩოს, რიკარდო როდრიგესის, ლუკას ბილიას, ფრანკ კესიეს, ფაბიო ბორინისა და ანტონიო დონარუმას სანაცვლოდ 190 მილიონი ევრო გადაიხადეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგენდარულ ფეხბურთელებში კალაძის შეყვანა "მილანის" მიერ ტყუილია თუ სად გიდევთ ინფორმაცია ამაზე? მე კი ვ იცი რომ სიმართლეა და თქვენ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული