რას ჰპირდება მინო რაიოლა ლორნეცო ინსინიეს?

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ, პსჟ-ს იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი პირადი აგენტი მინო რაიოლა გახდა.

გუშინ "ნაპოლის" თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ განაცხადა, რომ რაიოლასთან მოლაპარაკებას აწარმოებს და დიდი ალბათობით, სწორედ ის იქნება მისი ახალი აგენტი. მოკლედ, რაიოლას გავლენა კიდევ უფრო იზრდება და რით არის ეს ყველაფერი განპირობებული? - საქმე მარტივადაა - მინო ფეხბურთელებს კარგ ტრანსფერებს, ან კოლოსალურ ხელფასებს ჰპირდება...

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, რაიოლა ინსინიეს "ბარსელონაში" გადაბარგებას ჰპირდება - მართალია, 26 წლის შემტევმა "ნაპოლისთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა, მაგრამ როდესაც
"ბარსაში" გადასვლის პერსპექტივა გაქვს, რთულია, მასზე უარის თქმა.

ავტორიტეტილი გამოცემის მტკიცებით, კატალონიელები ინსინიეს ნეიმარის ერთ-ერთ ალტერნატივად მოიაზრებენ. "გაძეტას" ვერსიით, არის შანსი, რომ ლორენცო ესპანეთში ამ ზაფხულს, ან ზამთარში გადაბარგდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული