ფედერიკო ბერნარდესკი - პლატინის და დელ პიეროს მემკვიდრე?

AutoSharing Option
ფედერიკო ბერნარდესკი უკვე ტურინშია, სამედიცინო შემოწმება გაიარა და სულ მალე, "იუვენტუსთან" ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

23 წლის შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ "იუვენტუსი" "ფიორენტინას" 40 მილიონ ევროს გადაუხდის (მომავალში კი ბონუსები დაემატება). თუკი "იუვენტუსი" მომავალში გაყიდის ფეხბურთელს, "იები" ტრანსფერის 10%-ს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკი მეორე მაღალი კლასის გარემარბია, რომელიც "იუვემ" დაიმატა - მანამდე "ბაიერნიდან" იჯარით დუგლას კოშტა დაიმატა.

გასული სეზონი ბერნარდესკისთვის წარმატებული გამოდგა - ის "ფიორენტინას" ლიდერად იქცა და ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია.

ტურინში ბერნარდესკის უამრავი გულშემატკივარი დახვდა - იტალიურ სპორტულ პრესაში წერენ,
რომ, როგორც იქნა, "იუვეს" მიშელ პლატინის და ალესანდრო დელ პიეროს ღირსეული მემკვიდრე გამოუჩნდა. დიდი ალბათობით, ბერნარდესკი 10-ნომრიან მაისურას მიიღებს, ეს ნომერი კი "იუვენტუსში" ძალიან ბევრს ნიშნავს - კარლოს ტევესის და პოლ პოგბასგან განსხვავევბით, ბერნარდესკისთვის 10 ნომრის მიცემა ტურინში არავის გაუპროტესტებია...

შეგახსენებთ, რომ იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის (ის უკვე 23 წლის გახდა და ახალგაზრდულში თამაშის უფლება აღარ აქვს) შეძენა ლონდონის "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურდათ, თუმცა "იუვენტუსმა" კონკურენტებს აჯობა.

ბერნარდესკი ტოსკანელია და "ფიორენტინას" აღზრდილია და აქამდე მხოლოდ ამ კლუბში უთამაშია, თუ არ ჩავთვლით "კროტონეში" იჯარით გატარებულ სეზონს. მან უკვე 9-ჯერ მოირგო "სკუადრა აძურას" მაისურა და 1 გოლი გაიტანა.

ბერნარდესკიმ 72-ჯერ მოირგო "ფიორენტინას" მაისურა. გუნდის თავკაცმა სტეფანო პიოლიმ თქვა: "ბერნარდესკის მხოლოდ ერთხელ ველაპარაკე ტელეფონზე და მივხვდი, რომ არაფრის შეცვლა არ შემეძლო. ის უკვე წარსულია, გუნდმა მომავალზე უნდა იფიქროს".

შეგახსენებთ, რომ "ფიორენტინადან" "იუვენტუსამდე" გზა 27 წლის წინათ, რობერტო ბაჯომ გაიარა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
პლატინი უდავოდ 80-იანი წლების ერთერთი უძლიერესი მოთამაშე იყო! ალექსი 90-იანების! თუ ახალწვეული ბევრს იშრომებს აქვს შანსი იუვეს ისტორიაში თავისი ფურცელი ჩაწეროს. ისე ზიდანი იუვედან არ უნდა წასულიყო!
gigoi
16:48 28-07-2017
0
პლატინის არ მოვსწრებივარ, მაგრამ დელ პიერო ამის ასაკში დაფრინავდა და მგონი პირველი კარიერა დასრულებულიც კი ქონდა უკვე(საბედისწერო ტრავმას ვგულისხმობ) ასე რომ უაზრობებს ნუ დაწერთ ხოლმე რა
kote
15:33 25-07-2017
0

სიახლეები პოპულარული