"ინტერი": იკარდის სამკლავური ხელშეუხებელია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გადაჭრით თქვა, რომ მისი ფორმაციის გუნდის კაპიტნად არგენტინელ ბომბარდირს, მაურო იკარდის მოიაზრებს. არადა, ბევრი მიიჩნევდა, რომ იკარდის შეიძლება გუნდი დაეტოვებინა. ბოლო წლებში სამხრეთამერიკელი შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ რად გინდა - თვითონ "ინტერი" ვეღარაა ფორმაში, შინააშლილობებითა და მწვრთნელთა ხშირი ცვლითაა შეწუხებული.

"ამ დროისათვის "ინტერის" კაპიტანია მაურო იკარდი და კაპიტანი კაპიტნად რჩება. მომავალ სეზონში სწორედ ის მოირგებს კაპიტნის სამკლავურს. ერთადერთი მოთხოვნა, რაც მე მის მიმართ მაქვს, ისაა, რომ სწორად უნ
და მოიქცეს როგორც მინდორზე, ისე მინდორს მიღმა და გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები.

მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი დახურულია და იკარდი "ინტერში" რჩება. დარწმუნებული ვარ, ის დიდ სარგებლობას მოუტანს ჩვენს კლუბს. იკარდი განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებული ფეხბურთელია", - თქვა სპალეტიმ.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალი სეზონი "ინტერისათვის" წარმატებული იყოს და რომ შევძლოთ და მოვიგოთ ტიტულები. ჩემმა ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ფეხბურთის გრანდი და არ შეიძლება, ამბიციების ნაკლებობა გვქონდეს.

ერთადერთი, რასაც მე ჩემს ფეხბურთელებს ვთხოვ, ესაა ბოლომდე ბრძოლა. ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ბოლო დროს უამრავი პრობლემა იყო მოტივაციასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი თამაშით და ქცევით ხალხი ნასიამოვნები დარჩეს, მაშინ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

ჩემი აზრით, "ინტერს" აქვს იმის პოტენციალი, რომ გულშემატკივრის გახარება შეძლოს. ჩვენ უნდა ვცადოთ და უსათუოდ გამოგვივა", - ესეც სპალეტის სიტყვებია, ვინც "ინტერში" "რომადან" მივიდა.

ბოლო წლებში "ინტერის" უდავო ლიდერ იკარდის ერთი ხანობა, თითქოს, გუნდის დატოვება სურდა. საქმე ისაა, რომ "ინტერის" შემადგენლობაში ძალიან მცირე იყო ტიტულის მოგების შანსი. ახლა მილანური კლუბის შემადგენლობაში ბევრი რამ იცვლება. შეიცვალა მწვრთნელი და, როგორც ჩანს, არგენტინელიც იმედიანადაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული