ბუფონი ფრაზებში - როცა "იუვენტუსი" სისხლში გაქვს

AutoSharing Option
ჯიჯი ბუფონი კარიერითაც სამაგალითოა და ფრაზებითაც. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ ბუფონმა განაცხადა, რომ მას კვლავ ექნება ლიგის მოგების შანსი და რომ ის არ ნებდება. გაგაცნობთ ბუფონის ყველაზე ცნობილ ფრაზებს.

- იტალიის ნაკრებს მინდორზე სჭირდება ნამდვილი კაცები და არა მისაკრობი სახეები. ფეხბურთს ნებისმიერ შემთხვევაში ნაღდი კაცები იგებენ.

- თუ გინდა, ცხოვრება და კარიერა იდეალურად გაატარო, ბევრი ფიქრი საჭირო სულაც არაა. ნებისმიერი საქმე ბოლომდე და გულით უნდა აკეთო. თუ ცხოვრებაში საქმეში გულს ჩადებ, ყველა პატივს გცემს და დაგაფასებს.

-
ყოველთვის უნდა გამონახო დრო გამორჩეული სტატიებისა და წიგნების წასაკითხად. ეს შენს თვალსაწიერს ძალიან აფართოვებს. ამას ყოველთვის ვაკეთებ. ეგაა, ამ დასკვნამდე ცოტა გვიან მივედი და ამას ვნანობ.

- ბევრი მეკითხება, რაზე ოცნებობო. ძალიან ხშირად ამ კითხვას არ ვპასუხობ, ახლა კი უნდა ვუპასუხო. ჩემი ოცნება იმდენად არაეალური და უტოპიურია, რომ შეიძლება, ბევრს გაეცინოს კიდეც. მე მინდა, რომ ბედნიერება 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდეს. ეს ჩემთვის იქნებოდა აბსოლუტური ბედნიერება.

- ჩემი აზრი ასეთია: მეკარე რომ გახდე, ცოტა მაზოხისტი უნდა იყო. ასევე უნდა იყო ეგოცენტრიკი. განსაკუთრებული პროფესიაა. წინასწარ ვერაფერს იწინასწარმეტყველებ. ერთადერთი, რაც შენ იცი, ისაა, რომ აუცილებლად გაუშვებ გოლებს და, შესაბამისად, არც დიდი კრიტიკა აგცდება.

- არ მინდა, ბანალური ვიყო, მაგრამ მე სისხლში მაქვს "იუვენტუსი". ეს ჩემთვის გუნდი არ არის, მთელი ცხოვრებაა. მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ატარო სხვა გუნდის მაისურა მაშინ, როცა არსებობს "იუვენტუსის" მაისურა.

- უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან მე და ირონია ვმეგობრობთ. ინტელექტი ინტელექტია და მას ვერაფერი ცვლის, მაგრამ თუ ის იუმორით არაა გამყარებული, ადამიანი მონოტონური და მოსაწყენი ხდება. ამიტომ, მე ვიყენებ ირონიას დასაშვებ ფარგლებში. გადაჭარბების გარეშე. მგონი, არ ვარ ძალიან მოსაწყენი.

- სადამდე ვიდგები კარში? თავს მართლა არავის მოვაწყენ. მე ვიდგები კარში მანამ, სანამ ჩემი ფეხები, გული და ტვინი შეძლებენ იმ საქმის კეთებას, რომელსაც მე მთელი ცხოვრება მივუძღვენი.

- არაერთი ადამიანი ღიზიანდება იმის გამო, რომ ბევრს ვყვირი. ისინი მიიჩნევენ, რომ მე ამას მხოლოდ და მხოლოდ კამერისათვის ვაკეთებ. ასეთებს უნდა ვუთხრა: დიახ, მე ზუსტად კამერისათვის ვყვირი და ამის ახსნაც მაქვს. ფეხბურთი ცირკია, ჩვენ კი კლოუნები და მასხარები.

- ჩემთვის ფული მთავარი არასოდეს ყოფილა. ვამბობ სრული პასუხისმგებლობით: რომელიმე სხვა გუნდმა რომ შემომთავაზოს, ან ადრე რომ შემოეთავაზებინა იმაზე ორჯერ მეტი ფული, ვიდრე "იუვენტუსში" ვიღებ, მაინც არსად წავიდოდი ტურინიდან. ჩემი გული აქ არის. მე ტურინს და "იუვეს" ვერ მივატოვებ.

- სასტუმროში თერთმეტმეტრიანების სერიისთვის არ ვემზადებოდი. მაინც უნდა მკითხოთ, რას ვაკეთებდი და ბარემ გეტყვით - პორნოს ვუყურებდი!

- კაპიტნის სამკლავური მე დელპიეროსგან მივიღე, ის "იუვეს" ეპოქალური გამარჯვებების შემომქმედი იყო. ატარო ეს სამკლავური - ეს დიდ სიხარულთან ერთად კიდევ მეტი პასუხისმგებლობაა.

- მოგზაურობა კარგია დაბრუნებაზე. ბრძოლა მირჩევნია გამარჯვებას.

- ჩემპიონთა ლიგა ჩემთვის მთავარი იდეაა. ვფიქრობ, მაინც მოვიგებ მას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული