დე შილიო გადაწყვეტილია, "იუვეს" ინიესტაც სურს

AutoSharing Option
"იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება - პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ტურინულ გრანდში გააგრძელებს კარიერას მატია დე შილიო.

24 წლის მცველმა უკვე განაცხადა, რომ "მილანის" დატოვებას აპირებს და მისი სურვილი ტურინულ გრანდში გადაბარგებაა. "იუვეს" განაპირა მცველი სჭირდება და თანაც, დე შილიოს ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში. დე შილიომ ალექს სანდროს და დანი ალვეშს უნდა გაუწიოს კონკურენცია.

"იუვენტუსის" სამიზნეშია პატრიკ შიკი, რომელიც თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად. 21 წლის ჩეხი ფორვარდი შესანიშნავად ასპარეზობს და მის აქტივში
11 გატანილი გოლია. შიკის მიმართ არაერთი კლუბი იჩენს ინტერესს, თუმცა თავად ფეხბურთელს ტურინში სურს გადაბარგება. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა თანხად შეაფასებს "სამპდორია" პატრიკს.

ამასობაში, "იუვენტუსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, ტურინელებს ანდრეს ინიესტას გადაბირება სურთ - 33 წლის ესპანელს "ბარსელონასთან" ხელშეკრულების ვადა ეწურება, რომლის გახანგრძლივებასაც არ ჩქარობს - ტურინელებს იმედი აქვთ, რომ ინიესტას ახალი გამოწვევა სჭირდება და მისთვის მათი წინადადება საინტერესო აღმოჩნდება; საქმეში დანი ალვეშიც ჩართულია, რომელსაც ინიესტასთან ძველი მეგობრობა აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული