მილანის "ინტერი" მაურისიო პოჩეტინოზე გადაერთო

AutoSharing Option
"ინტერი" მწვრთნელის ძიებაშია. მილანელებს ანტონიო კონტეს ან დიეგო სიმეონეს მიწვევა სურდათ, მაგრამ ორივე ფრონტზე ხელი მოეცარათ - როგორც ჩანს, სიმეონე "ატლეტიკოში", ხოლო კონტე "ჩელსიში" გააგრძელებს მუშაობას.

"ინტერის" მესვეურები მაურისიო პოჩეტინოზე გადაერთვნენ, რომელიც უკვე მესამე წელია "ტოტეჰემში" წარმატებით მუშაობს. პრემიერლიგის გასულ სეზონში პოჩეტინოს გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ "ლესტერს" ჩამორჩა - წელსაც "ტოტენჰემი" მეორე პოზიციაზეა და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს.

პოჩეტინო ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწევრთნელია და მასზე მოთხოვნა არაა გასაკვირი - "ინტერი" 45 წლის არგენტინელს 5-წლიან კონტრაქტს და სეზონში 10 მილიონ
ევროს სთავაზობს. ამასთან, "ნერაძური" მზადაა, რომ პოჩეტინოს სანაცვლოდ, "ტოტენჰემს" კომპენსაცია გადაუხადოს 5 მილიონი ევროს ოდენობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შარშან მესამეზე გავიდა ტოტენჰემი და არც პოჩეტინოა სადმე წამსვლელი
zaza
16:10 16-05-2017
0

სიახლეები პოპულარული