სილვიო ბერლუსკონი: "მილანი" მომდევნო კვირაში გაიყიდება

AutoSharing Option
"მილანში" უკვე დიდი ხანია, რაც გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს - სილვიო ბერლუსკონი უკვე წელიწადზე მეტია, რაც კლუბს ყიდის, მაგრამ ეს პროცესი ვერაფრით დასრულდა.

შეთანხმების საბოლოო თარიღად 3 მარტი დასახელდა, მაგრამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა კიდევ გადაიდო და ახალ თარიღად უკვე 13-14 აპრილი ითქვა - ამ თემაზე კომენტარი ჯერ კიდევ "მილანის" მფლობელმა და პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ გააკეთა:

"მოლაპარაკების პროცესი ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს და ბოლო დეტალები გვარდება. აზიელებს ჰქონდათ ფინანსური პრობლემები, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ყველაფერი მოგვარდა.

13-14 აპრილს, ხელშეკრულებას ხელი მოეწერება და კლუბი ახალი მფლობელის
ხელში გადავა. ჩემი ყველა ნაბიჯი "მილანის" ინტერესებიდან გამომდინარეა გადადგმული და მინდა ეს გულშემატკივრებმა კარგად იცოდნენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული